Bath Academy-სა და David Game-ის სასტიპენდიო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

Bath Academy-სა და David Game-ის სასტიპენდიო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
Bath Academy-ს სასტიპენდიო პროგრამა

Bath Academy არის დამოუკიდებელი კოლეჯი და ენის სკოლა დიდ ბრიტანეთში, რომელიც სპეციალიზებულია პერსონალიზებულ განათლებაზე და სწავლების ინდივიდუალური მეთოდზე. სკოლაში სწავლისას მოსწავლეები მოემზადებიან A Level-ის გამოცდებისათვის და ჩაერთვებიან დამატებით არასასკოლო აქტივობებში.

მონაწილეობის პირობები
აპლიკაციები მიიღება მოსწავლეებისგან, რომელთა ასაკი 2023 წლის 1 სექტემბრისთვის არის 16 წელი და არ აღემატება 17,6 წელს.

შერჩევის პირობა
აპლიკანტების შერჩევა ხდება ტესტირების, აკადემიური მოსწრების, მასწავლებლების დახასიათების და ინტერვიუს საფუძველზე, სადაც კანდიდატებმა უნდა გამოავლინონ ადაპტაციის უნარი და ლიდერობის პოტენციალი.

რეგისტრაციის თანხა: 70 ფუნტი სტერლინგი
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 თებერვალი

პროექტის უპირატესობები

  • მოსწავლე სწავლობს პრესტიჟულ კერძო სკოლაში
  • მოსწავლე ცხოვრობს სკოლის საერთო საცხოვრებელში
  • მოსწავლეს საშუალება აქვს გაეცნოს ბრიტანულ კულტურას და ცხოვრების წესს და გაიღრმავოს ინგლისური ენის ცოდნა.

 

David Game-ის სასტიპენდიო პროგრამა

David Game არის 1974 წელს დაარსებული კერძო დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც გამოირჩევა მცირე ზომის კლასებით, მოსწავლეების დეტალური მონიტორინგითა და გამოცდებზე ფოკუსირებული მიდგომით. სკოლა ამზადებს მოსწავლეებს GCSE-ისა და A level-ის გამოცდებისთვის, რათა მათ შეძლონ სასურველ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება.

მონაწილეობის პირობები
აპლიკაციები მიიღება მოსწავლეებისგან, რომელთა ასაკი 2023 წლის 1 სექტემბრისთვის არის 16 წელი და არ აღემატება 17,6 წელს.

შერჩევის პირობა
აპლიკანტების შერჩევა ხდება ტესტირების, აკადემიური მოსწრების, მასწავლებლების დახასიათების და ინტერვიუს საფუძველზე, სადაც კანდიდატებმა უნდა გამოავლინონ ადაპტაციის უნარი და ლიდერობის პოტენციალი.

ფინანსური მხარე
სტიპენდია არ ფარავს ადმინისტრაციულ, მგზავრობის, ვიზისა და დაზღვევის ხარჯებს.

რეგისტრაციის თანხა: 70 ფუნტი სტერლინგი
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 თებერვალი

პროექტის უპირატესობები

  • მოსწავლე სწავლობს პრესტიჟულ კერძო სკოლაში
  • მოსწავლე ცხოვრობს სკოლის საერთო საცხოვრებელში
  • მოსწავლეს საშუალება აქვს გაეცნოს ბრიტანულ კულტურას და ცხოვრების წესს და გაიღრმავოს ინგლისური ენის ცოდნა.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

Unique Learning
ტელ: პირდაპირი ხაზი - +995 32 200 12 43
ლიკა გაბაძე - სასტიპენდიო პროგრამების კოორდინატორი: +995 577 514 724
ელ.ფოსტის მისამართი: info@uniquelearning.co.uk
მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 33ა, თბილისი, საქართველო
ვებგვერდი: www.uniquelearning.co.uk

Leave a Reply