Unique Learning

კურსები

ზოგადი ინგლისურის კურსი სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის (ასაკი 4-12)

კურსი სპეციალურად შექმნილია სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურთ, საფუძვლიანად შეისწავლონ ინგლისური ენა.

კურსი მოიცავს კვირაში სამ 90-წუთიან გაკვეთილს. ორ გაგვეთილს ატარებს ქართველი მასწავლებელი, ერთს - უცხოელი. კურსი იძლევა მაქსიმალური შედეგის მიღების საშუალებას განახლებული წიგნებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

ყველა სასწავლო მასალა და რესურსი შერჩეულია მოსწავლეების ინდივიდუალური ინტერესებისა და ასაკის გათვალისწინებით, განათლების თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისად, თანამედროვე აუდიო, ვიდეო, ვიზუალური, ბეჭდვითი და ელექტრონული რესურსების გამოყენებით.

ზოგადი ინგლისურის კურსი ფარავს ოთხივე უნარს: კითხვა, წერა, მოსმენა და საუბარი. კურსი ასევე მოიცავს სხვადასხვა დამატებით აქტივობებს: თეატრალური წარმოდგენები, ფილმი და გამოსაშვები საღამო სასწავლო წლის ბოლოს.

Courses for Young Learners ითვალისწინებს სკოლამდელი ასაკის მოსწავლეების სპეციალურ კურს - English for Pre-Schoolers. კურსი მოიცავს კვირაში ორ გაკვეთილს, რომლის ხანგრძლივობაც არის 60 წუთი.

  • კურსის ხანგრძლივობა: 1 აკადემიური წელი
  • მინიმალური ასაკი: 4 წელი
  • დონე: Starter – Upper Intermediate
დარეგისტრირდი

ზოგადი ინგლისურის კურსი სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის (ასაკი 13-18)

კურსი სპეციალურად შექმნილია სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურთ, საფუძვლიანად შეისწავლონ ინგლისური ენა.

Unique Learning იყენებს საერთო ევროპულ მეთოდებს და სტანდარტებს (Common European Framework) მოსწავლეების ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენად. პროგრამა შეესაბამება მოსწავლეების განვითარების მიზნებსა და საჭიროებებს.

კურსი მოიცავს კვირაში სამ 90-წუთიან გაკვეთილს. ორ გაგვეთილს ატარებს ქართველი მასწავლებელი, ერთს - უცხოელი. კურსი იძლევა მაქსიმალური შედეგის მიღების საშუალებას განახლებული წიგნებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

ყველა სასწავლო მასალა და რესურსი შერჩეულია მოსწავლეების ინდივიდუალური ინტერესებისა და ასაკის გათვალისწინებით, განათლების თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისად, თანამედროვე აუდიო, ვიდეო, ვიზუალური, ბეჭდვითი და ელექტრონული რესურსების გამოყენებით.

ზოგადი ინგლისურის კურსი ფარავს ოთხივე უნარს: კითხვა, წერა, მოსმენა და საუბარი. კურსი ასევე მოიცავს სხვადასხვა დამატებით აქტივობებს: თეატრალური წარმოდგენები, ფილმი და გამოსაშვები საღამო სასწავლო წლის ბოლოს.

  • კურსის ხანგრძლივობა: 1 აკადემიური წელი
  • მინიმალური ასაკი: 12 წელი
  • დონე: Starter – Advanced
დარეგისტრირდი

ზოგადი ინგლისურის კურსი ზრდასრულებისთვის (ასაკი 18+)

კურსი სპეციალურად შექმნილია ზრდასრული, მოტივირებული სტუდენტებისთვის, ან უკვე დასაქმებულებისათვის, რომელთაც ზოგადი გამოყენებისთვის სურთ გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა. მისი შეთავაზება შეიძლება ასევე სხვადასხვა დაწესებულებისა თუ კომპანიისათვის, რომელთაც სურთ მოამზადონ თავიანთი თანამშრომლები ინგლისურ ენაში.

კურსი მოიცავს კვირაში სამ გაკვეთილს, რომლის ხანგრძლივობაც არის 90 წუთი. სტუდენტები ინგლისურ ენას დაეუფლებიან ქართველი და უცხოელი მასწავლებლების დახმარებით. კურსი გულისხმობს ოთხივე უნარის (წერა, კითხვა, საუბარი, მოსმენა) განვითარებას და ფარავს გრამატიკულ და ლექსიკურ მასალას. კურსის ცხრილი ისეა ორგანიზებული, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ ბალანსი სხვადასხვა ტიპის გაკვეთილებს, აქტივობებსა და დავალებებს შორის. სასაუბრო აქტივობები მოიცავს დებატებს, დისკუსიებს, როლურ თამაშებს.

ყველა სასწავლო მასალა და რესურსი შერჩეულია მოსწავლეების ინდივიდუალური ინტერესებისა და ასაკის გათვალისწინებით, განათლების თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისად, თანამედროვე აუდიო, ვიდეო, ვიზუალური, ბეჭდვითი და ელექტრონული რესურსების გამოყენებით.

კურსის მიზანია მოსწავლეებისთვის ისეთი ფუნქციური ცოდნის მიცემა, რომლის გამოყენებასაც ისინი ყოფით სიტუაციებში ადეკვატურად შეძლებენ.

  • კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
  • მინიმალური ასაკი: 18 წელი
  • დონე: Starter – Advanced
დარეგისტრირდი

გამოცდებისთვის მომზადება

კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს სხვადასხვა ტიპის გამოცდისთვის მომზადება: ერთიანი ეროვნული გამოცდები, IELTS, TOEFL iBT, FCE, PTE და SAT).

კურსი მოიცავს კვირაში სამ გაკვეთილს, რომლის ხანგრძლივობაც არის 90 წუთი. ინგლისურ ენას მსმენელები დაეუფლებიან გამოცდილი ქართველი და უცხოელი მასწავლებლების დახმარებით. 

აღნიშნული კურსები ყველა საგამოცდო ასპექტისთვის მოამზადებს სტუდენტებს: კითხვა, წერა, საუბარი, მოსმენა და გრამატიკა. კურსი ენობრივი უნარების სწავლის გარდა მოიცავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის საჭირო სტრატეგიების დახვეწას, საგამოცდო უნარ-ჩვევების განვითარებას. კურსის განმავლობაში სტუდენტებს რამდენჯერმე უტარდებათ სიმულაციური გამოცდა საკუთარი პროგრესის შესამოწმებლად.

  • კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
  • მინიმალური ასაკი: 16 წელი
  • დონე: Intermediate – Advanced
დარეგისტრირდი

ინგლისური სპეციფიკური მიზნებისთვის

კურსი შექმნილია ზრდასრული, მოტივირებული სტუდენტებისთვის, ან უკვე დასაქმებულებისათვის. კურსის მიზანია მოსწავლეებს განუვითაროს სიღმისეული ცოდნა და დაეხმაროს სპეციფიკური უნარ-ჩვევების განვითარებაში. English for Specific Pur¬poses მოიცავს ტრეინინგს შემდეგ დარგებში: ბიზნესი, სამართალი, მედიცინა, ეკონომიკა.