დაიწყო რეგისტრაცია Kings Education-ისა და Harrogate Ladies' College-ის სასტიპენდიო პროგრამებზე

დაიწყო რეგისტრაცია Kings Education-ისა და Harrogate Ladies' College-ის სასტიპენდიო პროგრამებზე.
HARROGATE LADIES’ COLLEGE-ის სასტიპენდიო პროგრამა

Harrogate Ladies' College არის კერძო დამოუკიდებელი სკოლა გოგონებისთვის 11 დან 18 წლამდე, რომელიც 1893 წელს დაარსდა. სკოლა მდებარეობს ნორტ-იორკშირის საგრაფოში.

მონაწილეობის პირობები
აპლიკაციები მიიღება მოსწავლეებისგან, რომელთა ასაკი 2023 წლის 1 სექტემბრისთვის არის 16 წელი და არ აღემატება 17,6 წელს.

შერჩევის პირობა
აპლიკანტების შერჩევა ხდება ტესტირების, აკადემიური მოსწრების, მასწავლებლების დახასიათების და ინტერვიუს საფუძველზე, სადაც კანდიდატებმა უნდა გამოავლინონ ადაპტაციის უნარი და ლიდერობის პოტენციალი.

ფინანსური მხარე
Harrogate Ladies’ College ქართველ სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს ნაწილობრივ დაფინანსებას A Level პროგრამაზე. სტიპენდია ნაწილობრივ ფარავს სწავლის, კვებისა და საცხოვრებელ ხარჯებს. სტიპენდია არ ფარავს ადმინისტრაციულ, მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს.

რეგისტრაციის თანხა: 70 ფუნტი სტერლინგი
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 თებერვალი

პროექტის უპირატესობები

  • მოსწავლე სწავლობს პრესტიჟულ კერძო სკოლაში
  • მოსწავლე ცხოვრობს სკოლის საერთო საცხოვრებელში
  • მოსწავლეს საშუალება აქვს გაეცნოს ბრიტანულ კულტურას და ცხოვრების წესს და გაიღრმავოს ინგლისური ენის ცოდნა.

KINGS EDUCATION-ის სასტიპენდიო პროგრამა

Kings Education საშუალებას აძლევს ქართველ სკოლის მოსწავლეებს სტიპენდიით განათლება მიიღონ Kings-ის როგორც ბრიტანულ ასევე ამერიკულ კოლეჯებში. სკოლაში სწავლისას მოსწავლეები მოემზადებიან A Level-ის გამოცდებისათვის და ჩაერთვებიან დამატებით არასასკოლო აქტივობებში.

მონაწილეობის პირობები
აპლიკაციები მიიღება მოსწავლეებისგან, რომელთა ასაკი 2023 წლის 1 სექტემბრისთვის არის 16 წელი და არ აღემატება 17,6 წელს.

შერჩევის პირობა
აპლიკანტების შერჩევა ხდება ტესტირების, აკადემიური მოსწრების, მასწავლებლების დახასიათების და ინტერვიუს საფუძველზე, სადაც კანდიდატებმა უნდა გამოავლინონ ადაპტაციის უნარი და ლიდერობის პოტენციალი.

ფინანსური მხარე
სტიპენდია არ ფარავს ადმინისტრაციულ, მგზავრობის, ვიზისა და დაზღვევის ხარჯებს.

რეგისტრაციის თანხა: 70 ფუნტი სტერლინგი
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 თებერვალი

პროექტის უპირატესობები

  • მოსწავლე სწავლობს პრესტიჟულ კერძო სკოლაში
  • მოსწავლე ცხოვრობს სკოლის საერთო საცხოვრებელში
  • მოსწავლეს საშუალება აქვს გაეცნოს ბრიტანულ ან ამერიკულ კულტურას და ცხოვრების წესს და გაიღრმავოს ინგლისური ენის ცოდნა.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

Unique Learning
ტელ: პირდაპირი ხაზი - +995 32 200 12 43
ლიკა გაბაძე - სასტიპენდიო პროგრამების კოორდინატორი: +995 577 514 724
ელ.ფოსტის მისამართი: info@uniquelearning.co.uk
მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 33ა, თბილისი, საქართველო
ვებგვერდი: www.uniquelearning.co.uk

Leave a Reply