ნიუ-იორკის საზაფხულო სკოლა 2023 - რეგისტრაცია დაიწყო

ნიუ-იორკის საზაფხულო სკოლა 2023

Unique Learning, Kings Education-თან პარტნიორობით, გთავაზობთ საზაფხულო სკოლას რივერდეილის მახლობლად მდებარე სენტ ვინსენტის კოლეჯის უსაფრთხო და თვალწარმტაც კამპუსში.

რივერდეილი გამორჩეულია ულამაზესი ხედებითა და სიმწვანით. მატარებლით მხოლოდ 30 წუთის სავალზეა გრანდ ცენტრალისა და ნიუ-იორკის ხმაურიანი ქუჩებისგან. ტაქსით 1 საათზე ნაკლები დროა საჭირო JFK-ის, La Guardia-სა და Newark-ის აეროპორტებამდე მისასვლელად.

საზაფხულო კურსი

კურსი სპეციალურად შექმნილია თინეიჯერებისთვის, რომლებსაც სურთ ნიუ-იორკში ცხოვრებისა და სწავლის გამოცდილება მიიღონ. კურსი სასწავლო პროგრამის გარდა მოიცავს მრავალ სრულდღიან ექსკურსიას მანჰეტენზე. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • საზაფხულო კურსის ხანგრძლივობა: 2-4 კვირა
  • დაწყების თარიღები: 5, 12, 19, 26 ივლისი & 2 აგვისტო
  • დასრულების თარიღი: 8 აგვისტო
  • ინგლისური ენის გაკვეთილები: კვირაში 15 საათი
  • ასაკი: 12-17
  • მაქსიმალური რაოდენობა კლასში: 15
  • მინიმალური დონე: Beginner
საზაფხულო კურსი მოიცავს
  • ინგლისური ენის გაკვეთილებს - კვირაში 15 საათი
  • კამპუსის ტერიტორიაზე განთავსებულ საცხოვრებელს
  • კამპუსის ტერიტორიაზე სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილ ერთ დღეს
  • საღამოს აქტივობების სრულ პროგრამას
  • კვირაში 3 სრულდღიან ექსკურსიას
  • დონის დასადგენ ტესტს
  • Wi-Fi-ს
  • კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს
  • 24-საათიან მეთვალყურეობას
  • სკოლის ბანკის მომსახურებას
სკოლაში თქვენ დაგხვდებათ:
  • განსაცვიფრებელი ხედები ჰადსონზე, თვალწარმტაცი კამპუსი რივერდეილის მრავალფეროვან უბანში
  • სასადილო
  • მოსწავლეთა მოსასვენებლი სივრცეები
  • დახურული სპორტული ცენტრი
  • ღია საფეხბურთო მოედანი
  • სხვადასხვა კორტები და სტადიონები
  • კამპუსის ტერიტორიაზე განთავსებული საცხოვრებელი
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტუდენტებს შეიძლება მოეთხოვოთ საცხოვრებელი ადგილის/ოთახის შეცვლა
  • პირსახოცები შედის თეთრეულის შეფუთვაში, მაგრამ იქონიეთ დამატებითი სპორტული აქტივობებისთვის/პლაჟისთვის
  • სამრეცხაო
განთავსება

კამპუსის ტერიტორიაზე განთავსებული საცხოვრებელი

მოსწავლეები განთავსდებიან კონდიციონერით აღჭურვილ ორადგილიან ოთახებში. თანამედროვე სააბაზანოს გაიზიარებს საშუალოდ 6-8 სტუდენტი. გოგოები და ბიჭები განთავსდებიან განცალკევებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან სხვადასხვა სართულებზე. 

კვება

კურსი მოიცავს ყოველდღიურ საუზმეს, ლანჩსა და სადილს. საკვები ძირითადად იქნება ცხელი, ხოლო ექსკურსიის დღეებში მოსწავლეებს დაურიგდებათ ლანჩბოქსები. ვეგეტარიანული (და სხვა) სახის საკვები უზრუნველყოფილი იქნება მოთხოვნის შესაბამისად.

Leave a Reply