27 ივნისს გაიმართა Unique Learning-ის 2024 წლის პირველი თეატრალური წარმოდგენა. ვაკის ფილიალის მოსწავლეებმა დადგეს სპექტაკლი "The Adventures of Five Friends".
მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეულ მოსწავლეს აქტიური ჩართულობისთვის, მშობლებს გვერდში დგომისთვის და სპექტაკლის რეჟისორებს, ანი ამინაშვილსა და სალომე ესაძეს თავდაუზოგავი შრომისთვის.
თეატრალური წარმოდგენები 2012 წლიდან Unique Learning-ის განუყოფელი ნაწილია. ამით ჩვენი მოსწავლეები არა მარტო ინგლისურად გამართულ საუბარსა და აზროვნებას სწავლობენ, არამედ იძენენ ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე და სიტუაციაში გამოადგებათ.

