28 ივნისს Unique Learning-ის მეორე თეატრალური წარმოდგენა გაიმართა. მოსწავლეებმა ბერნარდ შოუს ცნობილი პიესა Pygmalion დადგეს.
სპექტაკლში მონაწილეობა Unique Learning-ის მოსწავლეებთან ერთად Oakleaf School-ის მოსწავლეებმა და British University in Georgia-ს სტუდენტებმაც მიიღეს.
სპექტაკლმა დიდი მოწონება და მაყურებლის ოვაციები დაიმსახურა.
მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლეს შესანიშნავი წარმოდგენისთვის და სპექტაკლის რეჟისორებს, ანი ამინაშვილსა და სალომე ესაძეს გაწეული შრომისთვის.

