ფილმის გახმოვანება: 101 დალმატინელი

27 ივნისს Unique Learning-ის მოსწავლეების მიერ გახმოვანებული ფილმის "One Hundred and One Dalmatians" პრემიერა შედგა.

მოსწავლეებმა მაყურებლის წინაშე, ცოცხლად გაახმოვანეს დისნეის ლეგენდარული მულტფილმი.

მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლეს აქტიური ჩართულობისთვის და რეჟისორს, გიორგი ხოსიტაშვილს გაწეული შრომისთვის.

სპექტაკლებთან ერთად ფილმების გახმოვანება Unique Learning-ის ისტორიის შემადგენელი ნაწილია, რითაც მოსწავლეები ინგლისური ენის გაუმჯობესებასთან ერთად იძენენ გუნდურად მუშაობის უნარს და ივითარებენ შემოქმედებით აზროვნებას.

გალერეა

Leave a Reply