29 ივნისს Unique Learning-ის 2024 წლის მესამე თეატრალური წარმოდგენა გაიმართა. დიდი დიღმის ფილიალის მოსწავლეებმა დადგეს სპექტაკლი "The Adventures of Four Friends".
კიდევ ერთხელ მადლობა გვინდა გადავუხადოთ სპექტაკლის რეჟისორებს, ანი ამინაშვილსა და სალომე ესაძეს ძალიან დიდი შრომისთვის და მოსწავლეებს შთამბეჭდავი წარმოდგენისთვის.
წელს Unique Learning-ის ორივე ფილიალში სამი სპექტაკლი დაიდგა და ერთი ფილმი გახმოვანდა. გახარებული და ბედნიერი მოსწავლეებისა და მშობლების ნახვა სწორედ ისაა, რაც გვაძლევს მოტივაციას ყოველ წელს უკეთესი გავხდეთ და ინგლისური ენის სწავლებასთან ერთად, ძალიან ბევრი შესაძლებლობა შევთავაზოთ ჩვენს მოსწავლეებს.
გილოცავთ ყველა მოსწავლეს წლის წარმატებით დასრულებას და ახალ მოსწავლეებთან ერთად გელოდებით სექტემბერში.

