
Unique Learning, Kings Education-თან პარტნიორობით, გთავაზობთ საზაფხულო სკოლას რივერდეილის მახლობლად მდებარე სენტ ვინსენტის კოლეჯის უსაფრთხო და თვალწარმტაც კამპუსში.
რივერდეილი გამორჩეულია ულამაზესი ხედებითა და სიმწვანით. მატარებლით მხოლოდ 30 წუთის სავალზეა გრანდ ცენტრალისა და ნიუ-იორკის ხმაურიანი ქუჩებისგან. ტაქსით 1 საათზე ნაკლები დროა საჭირო JFK-ის, La Guardia-სა და Newark-ის აეროპორტებამდე მისასვლელად.
კურსი სპეციალურად შექმნილია თინეიჯერებისთვის, რომლებსაც სურთ ნიუ-იორკში ცხოვრებისა და სწავლის გამოცდილება მიიღონ. კურსი სასწავლო პროგრამის გარდა მოიცავს მრავალ სრულდღიან ექსკურსიას მანჰეტენზე.
კამპუსის ტერიტორიაზე განთავსებული საცხოვრებელი
მოსწავლეები განთავსდებიან კონდიციონერით აღჭურვილ ორადგილიან ოთახებში. თანამედროვე სააბაზანოს გაიზიარებს საშუალოდ 6-8 სტუდენტი. გოგოები და ბიჭები განთავსდებიან განცალკევებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან სხვადასხვა სართულებზე.
კურსი მოიცავს ყოველდღიურ საუზმეს, ლანჩსა და სადილს. საკვები ძირითადად იქნება ცხელი, ხოლო ექსკურსიის დღეებში მოსწავლეებს დაურიგდებათ ლანჩბოქსები. ვეგეტარიანული (და სხვა) სახის საკვები უზრუნველყოფილი იქნება მოთხოვნის შესაბამისად.



