10-17 წლის მოსწავლეებს Unique Learning და International Student Club გთავაზობთ ძალიან კარგ შესაძლებლობას, გაატაროთ ზაფხულის 2 ან 4 კვირა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ისტორიულ სკოლაში, ბლოქსემში, აიმაღლოთ ინგლისური ენის უნარები, შეიძინოთ ახალი მეგობრები და დაათვალიეროთ ინგლისის მთავარი ღირსშესანიშნაობები.
Საზაფხულო სკოლა არის როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური. ყოველ 12 მოსწავლიან ჯგუფს ერთი ჯგუფის ლიდერი ეყოლება.
International Student Club (ISC)
მოსწავლეთა საერთაშორისო კლუბი დაარსდა 1997 წელს, რომლის მთავარი მიზანი იყო, რომ შეექმნათ საუკეთესო საზაფხულო სკოლა საუკეთესო ადგილას. 2022 წელს, მედია გამოცემა EL Gazette-მა ISC დაასახელა გაერთიანებული სამეფოს საზაფხულო სკოლების საუკეთესო 10%-ში. ამის გარდა, მოსწავლეები 98% ISC-ში თავის გამოცდილებას აფასებს, როგორც კარგი/შესანიშნავი! მოსწავლეები ძირითადად აღნიშნავენ "ფანტასტიკურ, მზრუნველ პერსონალს", "ინგლისური ენის მხიარულ და ინტერაქტიულ გაკვეთილებს" და "საოცარ აქტივობებსა და ექსკურსიებს".
მდებარეობა
Bloxham შესანიშნავი ადგილია საზაფხულო სკოლისთვის. სკოლა მდებარეობს ულამაზეს კოტსვოლდთან ახლოს, ჩრდილოეთ ოქსფორდშირში. სკოლა 1 საათის მანძილზე ოქსფორდიდან, ხოლო საათნახევარია საჭირო ლონდონში მოსახვედრად.
ინფრასტრუქტურა
სკოლა გთავაზობთ კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურას, ტენისის კორტებს, ფრენბურთის სათამაშო მოედნებს, განახლებულ 23-მეტრიან აუზს და სხვა.
უსაფრთხოება
საზაფხულო სკოლაში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებია - სკოლას გავლილი აქვს შემოწმება და იცავს ყველა კოვიდ რეგულაციას. სკოლა ზრუნავს, რომ სტუდენტებმა თავი იგრძნონ უსაფრთხოდ, ბედნიერად და კომფორტულად.
სკოლას ყავს ღამის დაცვა, რომელიც უზრუნველყოფს შიდა და გარე უსაფრთხოებას 24 საათის განმავლობაში. სკოლის ტერიტორია იხურება 23:00 სთ-ზე. 23:00 საათის შემდეგ მოსწავლეებს გარეთ გასვლა შეუძლიათ მხოლოდ საგანგებო სიტუაციაში. სკოლის დირექტორები და მსკ-ს გუნდი ცხოვრობს კამპუსშუ და საჭიროების შემთხვევაში სიხარულით ეხმარებიან მოსწავლეებს. მოსწავლეთა საერთაშორისო კლუბი არის იდეალური ადგილი როგორც ინგლისურის შესასწავლად და ზაფხულის საინტერესოდ გასატარებლად, აგრეთვე ახალი მეგობრების შესაძენად.
კვება
- ყველაფერი მზადდება ჯანსაღი და ახალი პროდუქტით;
- დაფასოებული ლანჩბოქსები მზადდება ყველა მოსწავლისთვის ექსკურსიებზე წასაღებად;
- საკვების მრავალფეროვნება: მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ სასურველი კერძი შეარჩიონ/მიირთვან.
ექსკურსიები
- 2 კვირიანი საზაფხულო სკოლის კურსი მოიცავს 3 სრულდღიან და 1 ნახევარდღიან ექსკურსიას. ხოლო ერთვიანი კურსი - 6 სრულდღიან და 2 ნახევარდღიან ექსკურსიას.
- ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლეები სტუმრობენ ინგლისის ყველაზე ცნობილ ადგილებს - საუნივერსიტეტო ქალაქ ოქსფორდს, უინძორების სასახლეს, ლონდონს, შექსპირის სტრატფორდს.
- ამის გარდა, ქართველ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ +1 დამატებითი ექსკურსია შემდეგი ორი შესაძლებლობიდან: Drayton Manor Theme Park / Harry Potter Studios.
დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:
- ეკა უფლისაშვილი
e.uplisashvili@uniquelearning.co.uk - ნენე გიგაშვილი (ვაკის ფილიალი) - 577 050 272
n.gegashvili@englishbookeducation.com - მარიამ სამხარაძე (დიდი დიღმის ფილიალი) - 555 523 850
m.samkharadze@uniquelearning.co.uk - info@uniquelearning.co.uk
0322 001243












