31 მაისს Unique Learning-ის სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ და მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცეს დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე, ქ.-ნი კლერ ოლბლესი, HMC-ის სასტიპენდიო პროგრამის დირექტორი, დოქტორ ჯონათან უოლსტენჰოლმი, St. Edmund's College & Prep. School-ის ფინანსური დირექტორი, ბატონი პოლ უოტკინსონი და ბრიტანული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ქ.-ნი ფიონა ფოქოქი. მოსწავლეებს ვიდეომიმართვით გამარჯვება მიულოცა ASSIST-ის სასტიპენდიო პროგრამის დირექტორმა, ბ.-ნმა მარტინ მილნემ.
ცერემონიაზე ნაჩვენები იქნა გამარჯვებული მოსწავლეების შესახებ შექმნილი ვიდეორგოლი.
ღონისძიების ბოლოს ქ-ნმა კლერ ოლბლესმა მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა და გაიმართა ფოტოსესია.
წელს 28 ქართველმა მოსწავლემ გაიმარჯვა სასტიპენდიო პროგრამებში. მათ მოიპოვეს დაფინანსება და სექტემბრიდან სწავლას დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის გამორჩეულ კერძო სკოლებსა და კოლეჯებში გააგრძელებენ.
Unique Learning ულოცავს ყველა მოსწავლეს ამ მნიშვნელოვან მიღწევას, უსურვებს მათ წარმატებას და მოწვეულ სტუმრებს დიდ მადლობას უხდის ვიზიტისთვის.

