Bloxham-ის საზაფხულო სკოლა - პირველი ნაკადი

19 ივლისიდან 1 აგვისტომდე Bloxham-ის საზაფხულო სკოლას (ოქსფორდშირი, ინგლისი) მოსწავლეების პირველი ნაკადი ეწვია.

ორი კვირის განმავლობაში მოსწავლეები ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა შიდა და გარე აქტივობებში, გაიუმჯობეს ინგლისური ენის კომპეტენცია და გაეცნენ დიდი ბრიტანეთის კულტურას.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ინგლისის ისეთი ღირსშესანიშნაობები, როგორებიცაა სტრატფორდი, უილიამ შექსპირის მშობლიური ქალაქი, Tower of London, London Eye და სხვა.

კურსის განმავლობაში მოსწავლეები ჩაერთნენ მრავალ სპორტულ აქტივობაში, წარადგინეს პრეზენტაციები და პროექტები, ბოლოს კი დადგეს სპექტაკლი.

2 აგვისტოდან საზაფხულო სკოლას მოსწავლეების მეორე ნაკადი სტუმრობს.

Bloxham-ის საზაფხულო სკოლა Unique Learning-ისა და International Student Club-ის მიერ ხორციელდება.

Leave a Reply