ნიუ იორკის (Mount Saint Vincent) საზაფხულო სკოლა 2024

რივერდეილის მახლობლად მდებარე სენტ ვინსენტის კოლეჯის ულამაზესი კამპუსი, რომელიც გადაჰყურებს მდინარე ჰადსონს.

ნიუ იორკის (Mount Saint Vincent) საზაფხულო სკოლა 2024

Unique Learning, Kings Education-თან პარტნიორობით, გთავაზობთ საზაფხულო სკოლას რივერდეილის მახლობლად მდებარე სენტ ვინსენტის კოლეჯის უსაფრთხო და თვალწარმტაც კამპუსში.

რივერდეილი გამორჩეულია ულამაზესი ხედებითა და სიმწვანით. მატარებლით მხოლოდ 30 წუთის სავალზეა გრანდ ცენტრალისა და ნიუ-იორკის ხმაურიანი ქუჩებისგან. ტაქსით 1 საათზე ნაკლები დროა საჭირო JFK-ის, La Guardia-სა და Newark-ის აეროპორტებამდე მისასვლელად.

საზაფხულო კურსი

კურსი სპეციალურად შექმნილია თინეიჯერებისთვის, რომლებსაც სურთ ნიუ-იორკში ცხოვრებისა და სწავლის გამოცდილება მიიღონ. კურსი სასწავლო პროგრამის გარდა მოიცავს მრავალ სრულდღიან ექსკურსიას მანჰეტენზე. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • საზაფხულო კურსის ხანგრძლივობა: 2 კვირა
  • თარიღები: 3-16 ივლისი; 24 ივლისი - 6 აგვისტო
  • ინგლისური ენის გაკვეთილები: კვირაში 15 საათი
  • ასაკი: 12-17
  • მინიმალური დონე: Beginner
საზაფხულო კურსი მოიცავს
  • ინგლისური ენის გაკვეთილებს - კვირაში 15 საათი
  • კამპუსის ტერიტორიაზე განთავსებულ საცხოვრებელს
  • საღამოს აქტივობების სრულ პროგრამას
  • კვირაში 3 სრულდღიან ექსკურსიას
  • დონის დასადგენ ტესტს
  • Wi-Fi-ს
  • კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს
  • 24-საათიან მეთვალყურეობას
  • სკოლის ბანკის მომსახურებას
სკოლაში თქვენ დაგხვდებათ:
  • განსაცვიფრებელი ხედები ჰადსონზე, თვალწარმტაცი კამპუსი რივერდეილის მრავალფეროვან უბანში
  • ლამაზი, კომპაქტური კამპუსი დიდი გამწვანებით
  • ღია საფეხბურთო მოედანი ჰადსონის მდინარეზე ხედით
  • თანამედროვე საკლასო ოთახები
  • მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი
  • მოსწავლეთა მოსასვენებლი სივრცეები
  • ცეკვის სტუდია
  • კამპუსის ტერიტორიაზე განთავსებული საცხოვრებელი
  • თანამედროვე სასადილო
  • უფასო Wi-Fi კამპუსის ტერიტორიაზე
განთავსება
  • კამპუსის საცხოვრებელში განთავსება - კომფორტული, თანამედროვე ოთახები საერთო სველი წერტილებით
  • გოგოები და ბიჭები განთავსებულები იქნებიან სხვადასხვა სართულებზე ან საცხოვრებელ არეალებში
  • ორ-საწოლიანი საძინებლები
კვება
  • საუზმე, ლანჩი და სადილი ყოველდღე
  • ლანჩი და სადილი ძირითადად ცხელი კერძებისგან შედგება
  • ექსკურსიის დღეებში მოსწავლეებს ურიგდებათ ლანჩბოქსები
  • სპეციალური საჭიროებების შემთხვევაში, მოთხოვნის საფუძველზე, შემოთავაზებული იქნება შესაბამისი საკვები.
აქტივობები

ამერიკული ფეხბურთი, ხელსაქმე, კალათბურთი, ბეისბოლი, ბინგო, ცეკვა, დისკო, კარაოკე, მინი ოლიმპიადები, კინოს საღამო, ქვიზები, ფეხბურთი, მაგიდის ტენისი, ფრენბურთი და სხვა.

ექსკურსიები
  • The Statue of Liberty
  • Central Park
  • Times Square
  • Empire State Building
  • Metropolitan Museum of Art
  • Greenwich Village and SOHO
  • Museum of Natural History
  • Brooklyn Bridge and Ground Zero
  • Six Flags Great Adventure

ბროშურა