ბლოქსემის საზაფხულო სკოლა 2024

International Student Club დასახელებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საზაფხულო სკოლა დიდ ბრიტანეთში.

ბლოქსემის საზაფხულო სკოლა 2024

Unique Learning, International Student Club-თან (ISC) პარტნიორობით, გთავაზობთ საზაფხულო სკოლას ისტორიულ ბლოქსემის სკოლაში, დიდ ბრიტანეთში.

  • ასაკი: 9-17 წელი
  • პერიოდი: ივლისი-აგვისტო
    1. 2-15 ივლისი
    2. 16-29 ივლისი
    3. 30 ივლისი - 12 აგვისტო
  • ხანგრძლივობა: ორ-კვირიანი კურსი

"მოსწავლეთა საერთაშორისო კლუბი" დასახელებულია დიდი ბრიტანეთის საუკეთესო საზაფხულო სკოლების ტოპ 10%-ში.

ადგილმდებარეობა

ბლოქსემი ნამდვილად გამორჩეული ადგილია საზაფხულო სკოლისათვის. მდებარეობს მშვიდ და ლამაზ სოფელში ჩრდილოეთ ოქსფორდშირში, ქალაქ ბანბერისა და ისტორიული ოქსფორდის მახლობლად.

რას დაგხვდებათ კამპუსში: 

  • სკოლა გთავაზობთ კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურას, ტენისის კორტებს, ფრენბურთის სათამაშო მოედნებს, განახლებულ 23-მეტრიან აუზს და სხვა.
  • თანამედროვე საკლასო ოთახები, თეატრის დარბაზი, სახელოვნებო დარბაზი და სხვა.
  • ისტორიული და თანამედროვე არქიტექტურის ნაზავი. ყველა საცხოვრებელი კამპუსიდან 5 წუთის სავალზეა.
  • კაფე და საერთო მოსასვენებელი ოთახი სოციალიზაციისთვის. ასევე, უფასო Wi-Fi.
  • მსკ-ს დირექტორები და გუნდი ცხოვრობს კამპუსის ტერიტორიაზე, შესაბამისად, ყოველთვის არის ვიღაც ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში.
  • საზაფხულო სკოლაში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებია. სკოლა ზრუნავს, რომ სტუდენტებმა თავი იგრძნონ უსაფრთხოდ, ბედნიერად და კომფორტულად.

სკოლას ყავს ღამის დაცვა, რომელიც უზრუნველყოფს შიდა და გარე უსაფრთხოებას 24 საათის განმავლობაში. სკოლის ტერიტორია იხურება 23:00 სთ-ზე. 23:00 საათის შემდეგ მოსწავლეებს გარეთ გასვლა შეუძლიათ მხოლოდ საგანგებო სიტუაციაში. სკოლის დირექტორები და მსკ-ს გუნდი ცხოვრობს კამპუსშუ და საჭიროების შემთხვევაში სიხარულით ეხმარებიან მოსწავლეებს. მოსწავლეთა საერთაშორისო კლუბი არის იდეალური ადგილი როგორც ინგლისურის შესასწავლად და ზაფხულის საინტერესოდ გასატარებლად, აგრეთვე ახალი მეგობრების შესაძენად.

განთავსება:

კამპუსი მდებარეობს ულამაზეს სოფელში, ბლოქსემში.

მოსწავლეები განთავსდებია შვიდიდან ერთ-ერთ საცხოვრებელში. თითოეულ სახლშიარის ერთ, ორ, სამ და ოთხ-საწოლიანი საძინებლები. უმცროსი მოსწავლეებისთვის ორი საერთო საცხოვრებელია. სახლებს აქვთ დიდი სააბაზანოები, სამზარეულო და მყუდრო საერთო ოთახები სოციალიზაციისთვის.

კვება: 

  • ბლოქსემი ამაყობს თავიანთი შეფ-მზარეულებით, რომლებიც ყველა კერძს ადგილზე ამზადებენ.
  • საკვები მრავალფეროვანია. ყოველთვის არის არჩევანი ხორცის, თევზისა და ბოსტნეულის პროდუქტების. სპეციალური კვებითი საჭიროებები გათვალისწინებული იქნება.
  • სკოლაში დაგხვდებათ სნექები შესვენების დროს. ადგილზე არის, ასევე, სკოლის თანამედროვე კაფე, რომელშიც შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა სახის ტკბილეულობა და სასმელები.

პროგრამა:

  • ინგლისურის გაკვეთილები

გაკვეთილები არის სახალისო და ინტერაქტიული და ფოკუსირებულია კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაზე. მოსწავლეები ივითარებენ ლექსიკას, გამოთქმას, გრამატიკასა და სასაუბრო უნარებს. სკოლა, ასევე, ეხმარება მოსწავლეებს, მოემზადონ სკოლის გარეთ ცხოვრებისთვის ლიდერობისა და გუნდური მუშაობის აქტივობების მეშვეობით.

მოსწავლეები თავდაპირველად წერენ დონის დასადგენ ტესტს. კლასები დაყოფილია ენის, ეროვნებისა და უნარების მიხედვით. მასწავლებლები თვალყურს ადევნებენ მოსწავლეთა პროგრესს გაკვეთილზე და კურსის ბოლოს სტუდენტებს აძლევენ წერილობით ანგარიშსა და სერტიფიკატს.

  • ბრიტანული კულტურის გაკვეთილები

ბრიტანული კულტურის გაკვეთილებზე სტუდენტებს საშუალება აქვთ გაეცნონ ბრიტანული ცხოვრების წესს, საკვებს, მუსიკას, კულტურას და სხვა. ისინი ყველაფერს სწავლობენ იმ ადგილების ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურული მნიშვნელობის შესახებ, რომლებსაც მოინახულებენ.

  • პროექტები

პროექტის კლასები მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნაწილია საზაფხულო სკოლის.

მოსწავლეები გუნდურად მუშაობენ თავიანთი მასწავლებლების მხარდაჭერით თეატრალური პროექტის შესაქმნელად. მოსწავლეები სწავლობენ თუ როგორ უნდა დადგან და ითამაშონ სპექტაკლში. პროექტის გუნდები ერთად მუშაობენ და თავიანთ ფანტაზიას იყენებენ სიუჟეტის, დიალოგის, პერსონაჟების, კოსტიუმების, დეკორაციისა და რეკვიზიტების შესაქმნელად.

კურსის ბოლოს მოსწავლეები წარადგენენ თავიან პროექტებს და გუნდები შეეჯიბრებიან საუკეთესო სპექტაკლის გამოსავლენად.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

  • 9-17 წლის მოსწავლეებისთვის
  • დონე: Elementary-დან Advance-მდე
  • ლიდერობისა და გუნდური მუშაობის კომპონენტები
  • კლასის მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა - 16

აქტივობები:

ISC-ს ყოველდღიური აქტივობების მრავალფეროვანი პროგრამა აქვს. პროგრამაში შედის სპორტი, ცეკვა, მშვილდოსნობა, სამკაულების დამზადება, იოგა, ჩოგბურთი, ფრენბურთი, ცურვა, ტრადიციული ბრიტანული თამაშები, საგანძურზე ნადირობა და მრავალი სხვა.

საღამოს აქტივობები მოიცავს კარაოკეს, გუნდურ შეჯიბრებებს, სხვადასხვა თამაშებს, ქვიზებს, კინოს საღამოს და სხვა. აქტივობების დროს მოსწავლეებს საშუალება აქვთ დახვეწონ ინგლისურად საუბარი და შეიძინონ ახალი მეგობრები.

ექსკურსიები:

საზაფხულო სკოლა მოიცავს 3 სრულდღიან ექსკურსიას ლონდონში, ბირმინგემში და ოქსფორდში. ყველა ექსკურსია მოიცავს საინფორმაციო, გიდის თანმხლებით დაგეგმილ საფეხმავლო ტურს.

ლონდონში სტუდენტები მოინახულებენ დედაქალაქის ცნობილ ღირსშესანიშნაობებს და ეწვევიან "ბუნების ისტორიის მუზეუმს". მოსწავლეები ნახავენ ThinkTank Science Museum-ს ბირმინგემში და შეეძლებათ სუვენირების შეძენა ევროპის უდიდეს სავაჭრო ცენტრში. მოსწავლეები, ასევე, ესტუმრებიან საუნივერსიტეტო ქალაქს, ოქსფორდს და ნახავენ უნივერსიტეტის ისტორიულ კოლეჯებს.

არჩევითი ექსკურსიები:

კურსის პირველ კვირა დღეს მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ ერთი დამატებითი ექსკურსია.

ისტორიის მოყვარულთათვის არის ექსკურსიების შექსპირის დაბადების ადგილას ან უინძორის სასახლეში. ჰარი პოტერის მოყვარულებს შეუძლიათ Harry Potter Warner Brothers-ის სტუდიაში წასვლა. მოსწავლეებს შეუძლიათ აარჩიონ ექსკურსიები London Eye-სა და Drayton Manor-ის თემატურ პარკში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • ნენე გიგაშვილი - 577 050 272
    n.gegashvili@englishbookeducation.com
  • ლიკა წერეთელი - 555 901 555
    l.tsereteli@uniquelearning.co.uk
  • info@uniquelearning.co.uk
    0322 001243

ბროშურა
პროგრამის ნიმუში
კამპუსის ვირტუალური ტური

ორ-კვირიანი პროგრამა

კურსი მოიცავს:

  • 30 სთ./27 გაკვეთილი (ზოგადი ინგლისური, ბრიტანული კულტურის გაკვეთილები, პროექტები);
  • განთავსება სკოლის საცხოვრებელში, ერთ, ორ ან მეტ-საწოლიან ოთახებში;
  • საუზმე, ლანჩი, სადილი და სნექები საღამოსთვის;
  • გაკვეთილებისთვის საჭირო რესურსები, კურსის გავლის სერთიფიკატი და მოსწავლის ანგარიში;
  • დონის დასადგენი ტესტი;
  • 3 სრულდღიანი ექსკურსია;
  • დამატებითი/არჩევითი ექსკურსია;
  • დღისა და საღამოს აქტივობები;
  • 24-საათიანი უსაფრთხოება;
  • 12 მოსწავლეზე 1 გუნდის ლიდერი;

კურსი არ მოიცავს:

  • რეგისტრაციის თანხა - 85 ფუნტი სტერლინგი;
  • £ 40 – Check-in;
  • სავიზო მოსაკრებელი;
  • პერსონალური დაზღვევა;
  • ტრანსფერს ინდივიდუალური მოსწავლეებისთვის;
  • სამრეცხაოს გამოყენება - £5;
  • სამედიცინო ხარჯები;
  • თვითმფრინავის ბილეთი;
  • ჯიბის ფული.

ბლოქსემის სკოლის კამპუსი