23 ივნისს Unique Learning-ის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან წელს Unique Learning 10 წლის იუბილეს ზეიმობს.
დამსწრე საზოგადოებას მიმართეს ადმინისტრაციის წევრებმა და მასწავლებლებმა, ცენტრის 10 წლიანი მუშაობა შეაჯამეს და მოსწავლეებს სერტიფიკატებთან ერთად საჩუქრები გადასცეს.
Unique Learning-ის გუნდი ულოცავს ყველა მოსწავლეს სასწავლო წლის დასრულებას და წარმატებებს უსურვებს.






































