ელენე ტყემალაძე - HMC-ის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული

ელენე ტყემალაძემ HMC-ის სასტიპენდიო პროგრამაში გაიმარჯვა და სექტემბრიდან სწავლას მენის კუნძულზე, King William's College-ში გააგრძელებს.

HMC (Headmasters’ and Headmistresses’ Conference) არის მრავალი წამყვანი დამოუკიდებელი სკოლის დირექტორთა ასოციაცია გაერთიანებულ სამეფოში. მისი მთავარი მიზანია, საშუალება მისცეს სტუდენტებს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ისწავლონ გაერთიანებულ სამეფოში.

HMC-ის სასტიპენდიო პროგრამას საქართველოში Unique Learning ექსკლუზიურად ახორციელებს.

Unique Learning ულოცავს ელენეს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

Leave a Reply