Bloxham-ის საზაფხულო სკოლა - მეორე ნაკადი

2022 წლის Bloxham-ის საზაფხულო სკოლა დამთავრდა.

2-დან 15 აგვისტოს ჩათვლის მეორე ნაკადი სტუმრობდა „ბლოქსემის სკოლას“. 4 კვირის განმავლობაში ქართველი მოსწავლეები დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ გამორჩეულ მხარეში, ოქსფორდშირში ცხოვრობდნენ, აიმაღლეს ინგლისური ენის კომპეტენცია და გაეცნენ ბრიტანულ კულტურასა და ცხოვრების სტილს.

მოსწავლეებმა, ცოდნის მიღების გარდა, დაათვალიერეს ინგლისის მრავალი ღირსშესანიშნაობა, ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობებში და ამაღლებული განწყობით ტოვებენ გაერთიანებულ სამეფოს.

პირველი ნაკადის მსგავსად, კურსის ბოლოს მეორე ჯგუფმაც დადგა სპექტაკლი და წარუდგინა აუდიტორიას. ყველა მოსწავლეს გადაეცა სერტიფიკატი.

Unique Learning მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციას, International Student Club-ს და თითოეულ მოსწავლეს აქტიური ჩართულობისთვის.

Leave a Reply