28 ივნისს Unique Learning-ის 2023 წლის მეორე თეატრალური წარმოდგენა გაიმართა. დიდი დიღმის ფილიალის მოსწავლეებმა დადგეს სპექტაკლი ლუის კეროლის ცნობილ ნაწარმოებზე "Alice's Adventures in Wonderland".
მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეულ მოსწავლესა და მშობელს. მათი აქტიური ჩართულობითა და გვერდში დგომით დამსწრე საზოგადოებამ შესანიშნავი სანახაობა იხილა. განსაკუთრებული მადლობა კი სპექტაკლის რეჟისორს, სალომე ესაძეს ეკუთვნის თავდაუზოგავი შრომისთვის.
თეატრალური წარმოდგენები 2012 წლიდან Unique Learning-ის განუყოფელი ნაწილია. ამით ჩვენი მოსწავლეები არა მარტო ინგლისურად გამართულ საუბარსა და აზროვნებას სწავლობენ, არამედ იძენენ ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ ადგილზე და სიტუაციაში გამოადგებათ.


























































































