27 მაისს გაიმართა Unique Learning-ის სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულთა დაჯილდოება.
წელს 18-მა წარმატებულმა ქართველმა მოსწავლემ მოიპოვა სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება და სექტემბრიდან სწავლას დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს სხვადასხვა წამყვან სკოლებსა და კოლეჯებში გააგრძლებენ.
ღონისძიებას დაესწრო ქალბატონი თამარ მახარაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, რომელმაც თითოეულ სტიპენდიანტს მიულოცა გამარჯვება, სერტიფიკატები გადასცა და წარმატება უსურვა.
Unique Learning 2012 წლიდან ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც უკვე 150-ზე მეტმა ქართველმა მოსწავლემ მოიპოვა სტიპენდია.
ვულოცავთ ყველა გამარჯვებულს ამ მიღწევას და პროდუქტიულ სასწავლო წელს ვუსურვებთ.































































































