სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულთა დაჯილდოება - 27 ქართველი მოსწავლე სწავლას დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გააგრძელებს

30 მაისს გაიმართა Unique Learning-ის სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.

წელს 27-მა წარმატებულმა ქართველმა მოსწავლემ მოიპოვა დაფინანსება და სექტემბრიდან სწავლას დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს სხვადასხვა წამყვან სკოლებსა და კოლეჯებში გააგრძელებენ.

ვულოცავთ თითოეულ მოსწავლეს ამ შესანიშნავ მიღწევას და უამრავ წარმატებას ვუსურვებთ ცხოვრების ახალ გზაზე.

Unique Learning 2012 წლიდან ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც 200-ზე მეტმა მოსწავლემ მოიპოვა დაფინანსება და მიიღო განათლება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში.

Leave a Reply