Bloxham-ის საზაფხულო სკოლაში რეგისტრაცია გრძელდება

Unique Learning International Student Club-თან International Student Club (ISC) პარტნიორობით გთავაზობთ ინდივიდუალურ და ჯგუფურ საზაფხულო სკოლას ბლოქსემის სკოლაში, დიდ ბრიტანეთში.

International Student Club დასახელებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საზაფხულო სკოლა დიდ ბრიტანეთში.

Bloxham შესანიშნავი ადგილია საზაფხულო სკოლისთვის. სკოლა მდებარეობს ულამაზეს კოტსვოლდთან ახლოს, ჩრდილოეთ ოქსფორდშირში.

სკოლა გთავაზობთ კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურას, ტენისის კორტებს, ფრენბურთის სათამაშო მოედნებს, განახლებულ 23-მეტრიან აუზს და სხვა.

საზაფხულო სკოლაში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებია - სკოლას გავლილი აქვს შემოწმება და იცავს ყველა კოვიდ რეგულაციას. სკოლა ზრუნავს, რომ სტუდენტებმა თავი იგრძნონ უსაფრთხოდ, ბედნიერად და კომფორტულად.

საკვები:

  • ყველაფერი მზადდება ჯანსაღი და ახალი პროდუქტით;
  • ხემსი, წვენები, გამზადებული ლანჩი
  • მრავალფეროვანი არჩევანი;

საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილია შიდა და გარე აქტივობები, მათ შორის ექსკურსიები - სტუდენტებს საშუალება აქვთ ინახულონ საუნივერსიტეტო ქალაქი ოქსფორდი, ლონდონი, უინძორების სასახლე და სხვა.

ზოგადი ინფორმაცია:

  • ასაკი: 10-17 წელი
  • პერიოდი: 2-15 აგვისტო
  • ხანგრძლივობა: 2 კვირა

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით:

  • ტელ: 032 200 12 43
  • ელ.ფოსტა: info@uniquelearning.co.uk
  • მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. №33ა, ვაკე; ვეფხისტყაოსნის ქ. №92, დიდი დიღომი

Leave a Reply