" "ოცნებები ხდება" ჩემთვის დაუჯერებელი ტერმინი იყო, მაგრამ Unique Learning-მა დიდი როლი ითამაშა და დამანახა, რომ არაფერია შეუძლებელი".
გაიცანით ნატა პოპიაშვილი, რომელმაც ASSIST-ის სასტიპენდიო პროგრამაში გაიმარჯვა, დაფინანსება მოიპოვა და სექტემბრიდან სწავლას აშშ-ის ერთ-ერთ გამორჩეულ კერძო სკოლაში, Western Reserve Academy-ში გააგრძელებს.

