გიორგი მაღლაფერიძემ ASSIST-ის სასტიპენდიო პროგრამაში გაიმარჯვა და სექტემბრიდან სწავლას აშშ-ში, Hebron Academy-ში გააგრძელებს.
ASSIST-ის პროექტების გუნდი ქართველ მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობებს, მიიღონ სტიპენდიები ამერიკის წამყვან კერძო სკოლებში. პროგრამა მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს სწავლის, კვების და ცხოვრების ხარჯებს.
ASSIST-ის სასტიპენდიო პროგრამას საქართველოში Unique Learning ექსკლუზიურად ახორციელებს.
Unique Learning ულოცავს გიორგის ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

