მარიამ სამხარაძე

მარიამ სამხარაძე

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (დიდი დიღმის ფილიალი)

ელ.ფოსტა: m.samkharadze@uniquelearning.co.uk 

მარიამ სამხარაძე Unique Learning-ის დიდი დიღმის ფილიალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია.

მარიამმა ბაკალავრიატი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით დაამთავრა. ამჟამად, მაგისტრატურის საფეხურს ასრულებს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ევროპული ინტეგრაციისა და შრომითი ურთიერთობების (EIGER) სამაგისტრო პროგრამაზე.

მარიამს აქვს ინგლისური ენის სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება. იგი არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციისა და სემინარის აქტიური მონაწილე და მომხსენებელი. სხვადასხვა დროს ჩართული იყო აკადემიურ პროგრამებსა და პროექტებში, ასევე იყო არაერთი საგანმანათლებლო ბანაკის ხელმძღვანელი და ორგანიზატორი. დღესდღეობით, იგი აქტიურად მონაწილეობს Unique Learning-ის სასწავლო აქტივობებში.

მარიამი Unique Learning-ს 2019 წელს შემოუერთდა.