
მარიამ ჭარხალაშვილი ინგლისურს ასწავლის Unique Learning-ში.
მარიამმა განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით მიიღო.
ამჟამად თსუ-ს თარგმანისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს.
მარიამს ინგლისური ენის სწავლების 3 წლიანი გამოცდილება აქვს. ამასთან, პროფესიული განვითარებისთვის ხშირად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში და ესწრება სხვადასხვა ტრენინგებს.
მარიამი, ასევე, დაინტერესებულია Start up-ებით და წარმატებით მიუღია მონაწილეობა არაერთ პროექტსა თუ საგრანტო კონკურსში.
"ჩემთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომა და მათი აქტიური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში".