
ელენე პაპიძე ინგლისურ ენას ასწავლის Unique Learning-ში.
ელენემ ბაკალავრიატი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით დაამთავრა. ის, ასევე, არის განათლების ადმინისტრირების მაგისტრი.
ელენეს ინგლისური ენის სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მან წარმატებით ჩააბარა მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა ინგლისურ ენაში, ასევე ფლობს ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს.
სწავლებასთან ერთად ელენეს აქვს საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება. იგი არის საერთაშორისო გამოცდების (TOEFL, TOEIC) ადმინისტრატორი საქართველოში. ასევე, სხვადასხვა დროს კოორდინირებას უწევდა საგანმანათლებლო პროექტებს.