
ეკა ნანუაშვილი ადმინისტრაციის მენეჯერია Unique Learning-ში.
ეკა ნანუაშვილი Unique Learning-ის ადმინისტრაციის ერთ-ერთი გამორჩეული თანამშრომელია, რომელიც მუდამ პოზიტიური განწყობითა და ღიმილით ხვდება ჩვენს მოსწავლეებსა და მშობლებს. ეკა ხელს უწყობს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას და აქტიურ კომუნიკაციაშია მოსწავლეებთან და მშობლებთან.
ეკამ ბაკალავრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურ ფილოლოგიაში, ხოლო მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ლექსიკოგრაფიაში მიიღო.
ეკას ადმინისტრაციულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის, ასევე, მუშაობდა ინტერვიუერად და დამკვირვებლად სხვადასხვა კომპანიებში.
ეკა მონაწილეობას იღებდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურულ პროექტში. ის მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტზე: "Georgian-English Thematic Dictionary" და, ასევე, მონაწილეობას იღებდა პროექტში: "The Basis of Corpus Linguistic Methodology".